29 სამშაბათი - 2025, აპრილი

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფეთულა გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს | Allnews.Ge

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფეთულა გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს

მუსლიმი მქადაგებელი ფეთულა გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს, რადგან მას სამშობლოში ექსტრადირება ემუქრება, - თურქულ სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.

„არსებული სადაზვერვო მონაცემებით, FETÖ-ს წევრები ორგანიზაციის ლიდერისთვის შესაფერის ქვეყანას ეძებენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ფეთულა გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, თურქეთში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნით აშშ-ს ცოტა ხნის წინ მიმართა.