
ჰაიტიზე ქარიშხალ "მეთიუს" შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 877-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებს კერძოდ კი შტატ ფლორიდას დაატყდა თავს. შტატის უმსხვილესი ქალაქის ჯექსონვილის მერი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ქარიშხალს უკვე მიანიჭეს ყველაზე ძლიერი - მეხუთე კატეგორია. გაეროს მონაცემებით, 350 000 ადამიანს დახმარება ესაჭიროება.