
ბერლინში, ცნობილი კომპლექსის, ევროპა-ცენტრის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ბერლინის სახანძრო სამსახურში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერჯერობით არ ასახელებენ.
ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ევროპა-ცენტრი, რომელიც ბერლინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირშესანიშნაობაა. 20-სართულიანი კომპლექსი 1960-იან წლების დასაწყისში, ბერლინის კედლის აგების შემდეგ აშენდა.