26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსეთის ავიაცია ალეპოს საცხოვრებელ რაიონებს ბომბავს | Allnews.Ge

რუსეთის ავიაცია ალეპოს საცხოვრებელ რაიონებს ბომბავს

რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა განაახლა. სირიელი აქტივისტების ცნობით, ავიადარტყმების შედეგად 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ.

როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიის სადამკვირვებლო საბჭო აცხადებს, ბოლო დღეებში ალეპოს ყველაზე მასშტაბური დაბომბვები ხორციელდება. კერძოდ, რუსული ავიაცია ბომბავს იმ რაიონებს, რომელსაც ამჟამად აჯანყებულთა ძალები აკონტროლებენ.

თავად რუსეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს და აცხადებს, რომ ავიაციის სამიზნე მხოლოდ ტერორისტების პოზიციებია.