09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
13.10.2016 / 13:10
შრიფტის ზომა:

ვინ არის ედუარდ სნოუდენი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ედუარდ სნოუდენი კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს ამერიკელი სპეციალისტია, რომელმაც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მუშაობის შესახებ დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.

დაიბადა აშშ-ში, 1983 წლის 21 ივნისს.

მისი IQ-ს მაჩვენებელი 145+ია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ედუარდი კოლეჯ Anne Arundel Community-ში ჩაირიცხა, სადაც 1999-2001 და 2004-2005 წლებში ინფორმატიკას სწავლობდა. თუმცა, ბაკალავრის წოდების მიღება ვერ შეძლო. მოგვიანებით, მან სწავლა დისტანციურად, ლივერპულის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც 2011 წელს მაგისტრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სნოუდენის დამსაქმებლები, მათ შორის აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, "თვალს ხუჭავდნენ" იმაზე, რომ ფორმალურად სნოუდენს უმაღლესი განათლება არ ჰქონდა.

2004 წლის მაისში ის აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა, რათა ერაყში გამგზავრებულიყო, მაგრამ საწვრთნელი მომზადების დროს მიღებული ტრავმის გამო,  სამხედრო სამსახურის დატოვება მოუწია. შეიარაღებულ ძალებში მან სულ 4 თვე დაჰყო.

2005 წელს ის მერილენდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტრუქტურაში "უსაფრთხოების სპეციალისტის" თანამდებობაზე მიიწვიეს.

2006 წელს სნოუდენს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში მუშაობა შესთავაზეს, სადაც მან 3 წელი იმუშავა. აქედან 2 წელი მან ჟენევაში დიპლომატიურ საფარქვეშ მივლინებაში გაატარა. შვეიცარიაში მის მოვალეობებში კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შედიოდა, რაც საიდუმლო დოკუმენტების დიდ რაოდენობასთან წვდომას ითვალისწინებდა. ამ გარემოებამ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრებთან სამწლიანმა მუშაობამ, მას ეჭვი გაუღვივა აშშ-ს მთავრობის სახელით განხორციელებული ზოგიერთი ქმედების კანონიერებაში. შემდგომში ამ პერიოდს მან "ილუზიებთან განშორება" უწოდა.

2009 წელს ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მიდის და იწყებს მუშაობას კომპანია Dell-ში, რომელიც მთავრობისთვის კომპიუტერული მოწყობილობების მიწოდებით არის დაკავებული. "კიბერკონტრდაზვერვის" ექსპერტის რანგში ის კომპიუტერული უსაფრთხოების დარგში ლექციებს კითხულობდა. ზოგიერთი ვარაუდით, მის ხელთ არსებული დოკუმენტების უმეტესობა სნოუდენმა სწორედ Dell-ში მუშაობის დროს დააგროვა.

2012 წლის დეკემბერში მან გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტ გლენ გრინვალდთან დაკავშირება სცადა: "მე მაქვს რაღაც, რაც თქვენ დაგაინტერესებთ". მაგრამ გრინვალდმა მის წერილს არ უპასუხა. 2013 წლის იანვარში სნოუდენმა ამერიკელ დისიდენტ-ჟურნალისტს, ლორა პოიტრასს მიწერა, რომელთანაც მიმოწერა გააბა. მომავალში მან ანონიმურობის დაცვით მოახერხა თანამშრომლობის დაწყება რამდენიმე ჟურნალისტთან, მათ შორის გლენ გრინვალდთან, რომელიც საიდუმლო მასალების გამოქვეყნების საქმეში წამყვან როლს შეასრულა.

სნოუდენის თქმით, 2013 წლის 12 მარტს საკვანძო მოვლენა მოხდა, რის გამოც მან არსებული დოკუმენტების გამოქვეყნება გადაწყვიტა: სენატში აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს ქლეპერი გამოდიოდა და მასსა და სენატორ რონ ვაიდენს შორის შემდეგი დიალოგი განხორციელდა:

- აგროვებს თუ არა ეროვნული უშიშროების სააგენტო რაიმე სახის მონაცემებს მილიონობით ამერიკელზე?

- არა, სერ.

- არ აგროვებს?

- უნებლიედ. არსებობს სიტუაციები, როდესაც მათ (ეროვნული უშიშროების სააგენტოს) უნებლიედ შეუძლიათ მონაცემების შეგროვება, მაგრამ ეს არ ხდება გამიზნულად.

სამ დღეში, 2013 წლის 15 მარტს სნოუდენი მიდის Dell-იდან და დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, მუშაობას კომპანია Booz Allen-ში იწყებს, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზაზე კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებს.

სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობის დროს მიღებული დოკუმენტების ზუსტი რაოდენობა (თითოეული დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს ათეულობით და ასეულობით გვერდს) უცნობია. სახელდება სხვადასხვა რიცხვები: რამდენიმ ასეული ათასიდან 1,7 მილიონამდე.

2013 წლის 6 ივნისს გაზეთ The Guardian-ში პირველი სამხილები გამოქვეყნდა, ხოლო 9 ივნისს სნოუდენმა საკუთარი სახელი გამოაცხადა და მოტივები ახსნა:

"მე არ ვაპირებ დავმალო საკუთარი სახელი, იმიტომ რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია".

მისი ცხოვრების აღწერისას, The Guardian-ი წერს:

"მას აქვს "ძალიან კომფორტული ცხოვრება" დაახლოებით, 200 ათას დოლარიანი ხელფასით, სტაბილური კარიერა. ჰყავს საყვარელი გოგონა, რომელთან ერთადაც ის ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობდა და მოსიყვარულე ოჯახი"

და მოჰყავს სნოუდენის ციტატა:

"მე მზად ვარ ამ ყველაფერზე უარი ვთქვა, იმიტომ რომ არ შემიძლია მშვიდი სინდისით დავუშვა ის, რომ აშშ-ს მთავრობამ პირადი ცხოვრების თავისუფლება, ინტერნეტის თავისუფლება და ადამიანთა საბაზო თავისუფლებები დაარღვიოს, თვალთვალის იმ უზარმაზარი მანქანის საშუალებით, რომელსაც ის საიდუმლოდ ქმნის".

საიდუმლო დოკუმენტებზე დაფუძნებული მამხილებელი სტატიების მთელი კასკადის შემდეგ, ედუარდ სნოუდენის გარშემო მთელს მსოფლიოში ფართო დისკუსიები დაიწყო, რასაც მისი მოღვაწეობის შეფასების მთელი სპექტრი სდევდა თან: გმირიდან მოღალატემდე, მტრის მხარეზე გადასულიდან დისიდენტამდე.

2013 წლის 21 ივნისს აშშ-ს ხელისუფლებამ სნოუდენი ჯაშუშობასა და სახელმწიფო საკუთრების მიტაცებაში დაადანაშაულა, ჰონკონგის ხელისუფლებას კი მისი გაცემა მოსთხოვა.

2013 წლის 23 ივნისს ის მოსკოვში ჩაფრინდა, ხოლო 1 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი მიიღო.

მომზადებულია TELEGRAMMA.LIVE-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ არის ედუარდ სნოუდენი | Allnews.Ge