08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჰიტლერი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო | Allnews.Ge

ჰიტლერი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო

ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო ისტორიაში ფანატიკოსი დიქტატორის სახელით შევიდა. მის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება მიიჩნევა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდამდე ძალიან ცოტა ადამიანი თუ ივარაუდებდა, რომ ფიურერი შესაძლოა ნარკომანიც ყოფილიყო.

ისტორიკოს ნორმან ოლერის მიერ, გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული წიგნიდან "ნარკოტიკების მოხმარება ნაცისტურ გერმანიაში" ირკვევა, რომ არა მხოლოდ ფიურერი, არამედ მთლიანად მესამე რაიხი გამუდმებით მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, განსაკლუთრებით, კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ისტორიკოს ნორმან ოლერის განმარტებით, ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია ფიურერის პირადი ექიმის, ტეო მორელის ჩანაწერებშია დაცული, რომლის ნახვაც გერმანის ფედერალურ არქივსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივშია შესაძლებელი.

ოლერის თქმით, ადოლფ ჰიტლერის სამედიცინო წიგნაკიდან სამი პერიოდის გამოყოფა შეიძლება - 1936-დან 1941 წლებში ის ძირითადად ვიტამინებსა და გლუკოზას იღებდა თანაც საკმაოდ დიდი დოზით.

ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"

1941 წელს, როდესაც რუსეთში მიმდინარე ომი გაიწელა ფიურერი ჰორმონებსა და სტეროიდებზე გადავიდა. უკვე 1943 წლიდან, განსაკუთრებით, 1944 წელს მან ოპიატების მოხმარება დაიწყო, ყველაზე დიდი პოპულარობით მისთვის ოქსიკოდონი სარგებლობდა, რომელიც ფარმაცევტული თვალსაზრისით ჰეროინთანაა ახლოს.

ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსის, ენტონ ბივორის განმარტებით, ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულებამ მრავალი ისტორიული ფაქტი გაცილებით ცხადი გახადა, განსაკუთრებით, არდენის ოპერაციის წარმოების სრულად არარაციონალური გადაწყვეტილება.

ბივორის თქმით, ნათელი გახდა, რომ იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა მისი ეიფორიული მდგომარეობით იყო გამოწვეული. ყველაფერი ეს ერთად აღებული ცხადყოფს, რომ ჰიტლერი საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, თუმცა, გერმანიის ჯარს მაინც ხელმძღვანელობდა.

"ვფიქრობ რომ ეს ჩინებული კვლევაა, რომელიც 1944 წელს გაერთიაებული სამეფოს დაზვერვის მიერ ოპერაცია ფოკსლის ჩაშლასაც ხსნის, რომლის მიზანიც ფიურერზე თავდასხმა იყო. როგორც ჩანს, ბრიტანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოკავშირეები გერმანიას უფრო ადვილად დაამარცხებდნენ თუ ჰიტლერი ქვეყნის სათავეში დარჩებოდა" - განაცხადა ენტონ ბივორიმ.

რა ბედი ელის ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლს

"საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ 1944 წლის 16 სექტემბერს, როდესაც ჰიტლერმა თავის გაოგნებულ გენერლებს არდენის მეორე ოპერაციის დაწყების შესახებ აცნობა ის კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თუმცა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებას უფრო ფართო და თანაც დიდი ხნის ისტორია აქვს.

ისტორიკოსებმა, ჰაშიშიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ასასინები გამოყვეს, თუმცა, ამავდროულად განმარტეს, რომ საბრძოლო ვითარებაში უფრო ხშირად ალკოჰოლური სასმელი გამოიყენებოდა. ბივორის თქმით, ბრიტანეთში სამეფო ფლოტის მეზღვაურები და ჯარისკაცები რომს იღებდნენ, გერმანიაში პოპულარობით შნაპსი სარგებლობდა, რუსეთსი კი არაყი, მოკლედ ყველაფერი, რაც ჯარისკაცს ომის დროს შიშის დაძლევაში დაეხმარებოდა.