17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იტალიაში მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა | Allnews.Ge

იტალიაში მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა

მიწისძვრა უმბრიას რეგიონში მდებარე ნორჩას კომუნას სიახლოვეს მოხდა, აღნიშნული კომუნა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ორმაგი ბიძგების შედეგად ძლიერ დაზარალდა. შეშინებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. "გარდიანის" ცნობით, რეგიონის მასშტაბით სამაშველო სამსახურები მუშაობენ და მოსახლეობის მდგომარეობას ამოწმებენ.

"გარდიანის" რეპორტიორების განმარტებით, მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, ნორჩას გარდა დაზარალდა მარკეს რეგიონში მდებარე არკუატა-დელ-ტრონტოს კომუნაც.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ რომიდან 132 კილომეტრის დაშორებით იყო, შესბამისად რყევები აქაც საგრძნობი იყო. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები მიიღო და მეტრო დაკეტა.

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

საინფორმაციო სააგენტო "როიტერისგან" განსხვავებით "გარდიანის" მონაცემებით, მიწისაძვრის სიმძლავრე 6,6 მაგნიტუდას შეადგენდა.

ინფორმაცია გარდაცვლილათა და დაშავებულთა შესახებ ჯერ კიდევ არ ვრცელდება.