10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 15 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ უსახლკაროდ რჩება | Allnews.Ge

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 15 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ უსახლკაროდ რჩება

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 15 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ უსახლკაროდ რჩება. ოფიციალური ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები ამჟამად დროებით ცენტრებში იმყოფებიან.

იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში აღდენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

დასავლური მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებიც.

6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში 30 ოქტომბერს მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.