ამერიკის სპეცსამსახურები არჩევნების წინა დღეს მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობენ
აშშ-ის დაზვერვა "ალ-ქაიდას" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვა ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფებს აფრთხილებს, რომ "ალ-ქაიდამ" ტერაქტები 7 ნოემბერს ამერიკის სამ შტატში შეიძლება განახორციელოს. კერძოდ, საფრთხე მოსალოდნელია ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და ტეხასში. თუმცა, კონკრეტული ადგილები არ სახელდება.
ამასთან, წყაროები აცხადებენ, რომ დაზვერვა ჯერ კიდევ აფასებს ვითარებას და მონაცემები ბოლომდე არ არის დადასტურებული.
მკითხველის კომენტარები
(1)
8 ში წყდება ჩვენი ბედი.