ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი!- ცხადად ჩამესმის როგორ წარმოთქვამენ ამ შემაშფოთებელ ფრაზას პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. კაპიტოლიუმის კიბეები ხალხით ივსება, კონგრესმენები, პოლიტიკოსები, რესპუბლიკელი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიძლება მოწინააღმდეგეებიც ადგილს იკავებენ, ყველას სურს ტრიბუნასთან ახლოს იდგეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ადამიანი და პლანეტის ძლევამოსილი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი ახლოდან შეათვალიეროს. მუსიკა, დრამები და აი, ისიც... რუზველტის, უილსონის, ნიქსონის, რეიგანის, ბუშებისა და ობამას შემდეგ ტრიბუნასთან ადგილს არც მეტი არც ნაკლები დონალდ ტრამპი იკავებს.
სახარბიელო სცენარი მართლაც რომ არ არის, ალბათ მკითხველი მაპატიებს, ალბათ მსოფლიოც აპატიებს ამერიკელ ხალხს. აპატიებს რომ ბირთვული იარაღის გასაღები ქსენოფობ, ჰომოფობ, სექსისტსა და რასისტს ჩაუვარდა ხელში. ექსცენტრიულ მილიარდერს, რომელიც ამერიკის მოსახლეობას ქვეყნიდან მიგრანტების გაყრას, საზღვრების გამკაცრებას, მექსიკასთან გადაულახავი კედლის შენებას, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებას, თუმცა სირიისა და ახლო აღმოსავლეთის ბედის ანაბარა მიტოვებას დაჰპირდა.
ადამიანს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დრომოჭმულ ფულიჭამია წარმონაქმნად მიაჩნია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და ზოგადად დემოკრატიის გავრცელებისთვის ხელშეწყობას დროისა და რესურსის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევს, სანაცვლოდ რუსეთთან მეგობრობას ისახავს მიზნად, სამშვიდობო მისიების ნაკლად კი აშშ-ის ეკონომიკური ვითარების გაუარესებას ასახელებს.
ფული მშვიდობის წინააღმდეგ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
და მაინც დონალდ ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე მეორე პოლიტიკური აუტსაიდერია, რომელიც სულ მალე ბინას თეთრ სახლში დაიდებს.
ბარაკ ობამას გზა "აუტსაიდერობიდან" - პრეზიდენტობამდე
ტრამპის გაპრეზიდენტება ისეთი ნონსენსი იყო, რომ თავად ტრამპსაც არ სჯეროდა. არავის ეგონა, რომ ის წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთვებოდა, თუმცა სულ ტყუილად. არავინ ფიქრობდა, რომ ის პრაიმერიზში კეთილგანწყობას დაიმსახურებდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი გახდა, არც იმას ფიქრობდა ვინმე, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ყოფილ პირველ ლედისა და ობამების ოჯახის ფავორიტ დემოკრატ კლინტონს დაამარცხებდა - საინტერესოა კლინტონს არ უმართლებს ასე ძალიან საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ტრამპი, რომელსაც ამერიკულ ისთაბლიშმენტში სერიოზულად არავინ აღვიქვამდა საბოლოო ჯამში ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.
რით დაიმსახურა ამერიკელმა მილიარდერმა მოსახლეობის ნდობა, მაშინ როდესაც ისტორიული წარსული გვაჩვენებს, რომ ელექტორატი მდიდრებს არ სწყალობს. ანალიტიკოსთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ სკანდალები და ხმაურიანი განცხადებები, რომლებიც ტრამპის წინასაარჩევნო პროცესს განუყრელად თან სდევდა, მას დააზარალებდა, თუმცა შესაძლოა, სწორად ამ ხმაურიანმა კამპანიამ მოუპოვა მას გამარჯვება.
შესაძლოა, ამერიკამ გულღია, ხმამაღალი, დამოუკიდებელი, ქარიზმატული, ენერგიული და უკვე მოძულებული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებული და შორს მდგარი ადამიანი აირჩია. პიროვნება, რომელმაც პოლიტკორექტულობას ამბოხი კი არა ომი გამოუცხადა და ელექტორატსა და მთელს მსოფლიოს თავი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე რეპორტიორის გამოჯავრებით, შვილდაკარგული მუსლიმი ოჯახის შეურაცხყოფით, ქალების სექსუალური შევიწროვებით, ოპონენტების გარეგნობაზე აპელირებითა და ომის გმირების დამცირებით დაამახსოვრა.
შესაძლოა, ამერიკის მოსახლეობა თავად არ იყო დემოკრატიის იმ ხარისხისთვის მზად, რომლესაც მას ობამა და მისი წინამორბედები სთავაზობდნენ.
შესაძლოა უზარმაზარი, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალის მიუხედავად, სწორედ მოსახლეობა არ აღმოჩნდა მზად ზესახელმწიფოს მოქალაქის სტატუსი ეტვირთა. იქნებ რიგით ამერიკელს, რომელიც დილით 6 საათზე დგება და ოჯახის გამოსაკვებად 12 საათს მუშაობს, ურჩევნია სამსახურში, მექსიკელი, ლათინო ამერიკელი, ან მუსლიმი არ დახვდეს. საწინააღმდეგოდ შეიძლება ვერაფერი თქვა, გასაგებია, რომ ამ ადამიანს ურჩევნია მისი ყოველდღიურობა არაფერმა შეცვალოს, განსაკუთრებით კი ისეთმა მოვლენებმა, როგორიც 11 სექტემბერი, სან ბერნარდინოს სროლა ან ორლანდოს გეი-კლუბზე თავდასხმაა.
ან იქნებ ამერიკელებს ჩარლტონის აფროამერიკულ ეკლესიაზე თავდასხმა ტრაგედიად არ მიაჩნია, არ დარდობენ, რომ ქუჩებში ამ ადამიანებს დაუბრკოლებლად ხოცავენ? მართლაც, რატომ უნდა ფიქრობდეს ვინმე ამერიკელი ჯონათანი აილინ კურდისა და ომრან დაქნეშის ბედზე, რატომ უნდა იხადოს გადასახადს, იმითვის რომ მოსულის ასიათასობით ადამიანი ტერორისტების ტყვეობიდან გამოიხსნან.
რატომ უნდა მიდიოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთსა და პაკისტანში, მალალა იუსაფზაის მსგავსი გოგოების დასაცავად.
რატომ უნდა ზარალდებოდეს ჯონათანის ოჯახი, ვიღაც მარიამის გამო, რომელიც უკვე 8 წელია იმ იმედით იღვიძებს საბავშვო ბაღის მიტოვებულ შენობაში, რომ ერთ დღეს მავთულხლართებს მიღმა სახლში დაბრუნებას შეძლებს.
შემთხვევით არაფერი არ ხდება...
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(1)
ვაი თქვენ პატრონს უბედურს. საქართველოში მოაგვარეს ყველაფერი და ამერიკელებს არიგებენ ჭკუას. შეურაცხყოფას რო აყენებთ ათეულობით მილიონს ამერიკელს მაგას თუ ხვდებით ნეტავი? ევროპის რეაქციაა განსაკუთრებით მაგარი. ნეოლიბერალიზმმა დაღუპვის პირას მიიყვანა ევროპა, შეუქცევადი პროცესია დაწყებული ლამის ევროპის გადაგვარების და გამუსლიმების. და ახლა ამერიკელებზე წყდებათ გული თქვენც ასე რატო არ ქენით და ქრსიტიანობის მოძულე კორუმპირებული კლინტონი არ არ აირჩიეთო. ტიპი ღიად აპირებდა მუსლიმი მიგრანტების მასიურად ამერიკაში ჩაყვანას.