30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
10.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

ცვლილებები, რომლებიც მსოფლიოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ემუქრება

დონალდ ტრამპის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის ურთიერთობას მსოფლიოსთან მეტნაკლებად შეცვლის. "ბიბისი" იმ სავარაუდო ხუთ ცვლილებას გამოყოფს, რასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

ნატო-ს რყევები ემუქრება

დონალდ ტრამპი უსაზღვრო კრიტიკულობით გამოირჩევა ნატო-ს მიმართ, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია უკანასკნელი 60 წლის მანძილზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ტრამპმა თქვა, ამერიკამ ევროპისა თუ აზიის ქვეყნების დაცვა აღარ უნდა გააგრძელოს ადეკვატური კომპენსაციის გარეშე.

ის, სავარაუდოდ, უკან გაიწვევს ამერიკის არმიას თუ ამისთვის ქვეყნები არ გადაიხდიან.

ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ნატო-ს წევრების უმეტესობა ვერ აღწევს მიზანს, როცა მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს. თავად ამერიკის ხარჯები თავდაცვაზე კი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოა. ტრამპის გამონათქვამები გამოსაფხიზლებელი სიგნალივით იყო მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომლისთვისაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ მთავარი საყრდენია.

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

ახალი კავშირები რუსეთთან?

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაძაბულობის მოხსნის სჯერა. მან პუტინი შეაქო, როგორც ძლიერი ლიდერი, რომელთანაც კარგ ურთიერთობას ისურვებდა.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ამერიკა და რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები შეიძლება დაკონსერვდეს

დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ამერიკის ბიზნესურთიერთობებში, რომელსაც ქვეყანა უკანასკნელი წლების განმავლობაში აწარმოებდა.

ტრამპმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაკრვეული ნაწილის გაუქმება განიზრახა.

მათ შორისაა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას ტრამპი სწორედ აღნიშნულ სავაჭრო ურთიერთობებს აბრალებს. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გამოსვლის შეთავაზებითაც გამოვიდა. წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცვლილებები, რომლებიც მსოფლიოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ემუქრება | Allnews.Ge