
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს.
დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები აშშ-ის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი. აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის რასობრივი და გენდერული ნიშნით განხეთქილებას გამოიწვევს.
საპროტესტო აქციები გაიმართა მინეაპოლისში, ფილადელფიაში, ბალტიმორში, სან ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში. აქტივისტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა ჩიკაგოსა და ნიუ იორკში, "ტრამპ თაუერ"-ის შენობასთან.
საპროტესტო აქციებს თავად ტრამპიც გამოეხმაურა. როგორც ის "ტვიტერის" მიკრობლოგში წერს, პროტესტი "ძალიან უსამართლო" იყო.
მკითხველის კომენტარები
(0)