
ავღანეთში, ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.
დღეს, დილით ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებსა და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა.
ბაგრამის ბაზაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.