
1-ლი მარტიდან საქართველოში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდება. "ბიზნესპრესნიუსი" იმ ცვლილებებს გთავაზობთ, რომელთა ამოქმედებაც ხვალიდან მოხდება.
სამარშრუტო ტაქსებს 1-ლი მარტიდან 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ
1-ლი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან "მარშრუტკები".
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ესენია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.
დასუფთავების სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებს
1-ლი მარტიდან "თბილსერვისის" სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში გადაადგილდება. კერძოდ, დასუფთავების სამსახური ნაგვის გატანას 22.00 საათიდან განახორციელებს ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე - დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე, ანუ საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
აღნიშნული სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. "დოიჩევე ველეს" ცნობით, ამის შესახებ ერდოღანი გამოცემა Hürriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
თურქეთის ლიდერი ევროპას კვლავაც იმაში ადანაშაულებს, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხელს უშლიან. "ევროპული კავშირი ცდილობს გვიბიძგოს იქითკენ, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვიდეთ. თუკი მათ არ ვუნდივართ, ამის შესახებ მათ მკაფიოდ უნდა განაცხადონ და გადაწყვეტილება მიიღონ", - აღნიშნა ერდოღანმა და მიუთითა, რომ ანკარას მოთმინება უსაზღვრო არ არის.
საჭიროების შემთხვევაში, ერდოღანის თქმით, თურქეთს შეუძლია, ჩაატაროს რეფერენდუმი ისევე, როგორც ეს ივნისში დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ გაუარესდა. ბრიუსელი თურქეთის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი უკიდურესად ხისტად ექცევიან ოპოზიციას. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო, თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდეს.
მკითხველის კომენტარები
(0)