29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჰილარი კლინტონი - იყო მომენტები, როდესაც ერთადერთი რაც მსურდა სახლში დარჩენა იყო | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონი - იყო მომენტები, როდესაც ერთადერთი რაც მსურდა სახლში დარჩენა იყო

ჰილარი კლინტონი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც , ერთი კვირის წინ, აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხება აღიარა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნისთვის, რომელიც "დიდი იმედის მომცემია", - წერს ბრიტანული The Guardian.

"ვაღიარებ, რომ დღეს საღამოს აქ მოსვლა ჩემთვის არ იყო ყველაზე იოლი რამ", - კლინტონმა აუდიტორიას ვაშინგტონში ”ბავშვთა დაცვის ფონდის” საღამოზე მიმართა.

"გასულ კვირას იყო მომენტები, როდესაც ერთადერთი რაც მსურდა იყო საერთოდ არ გავსულიყავი სახლიდან", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

"ვიცი, რომ გასული კვირის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დაუსვა თავის თავს კითხვა - არის თუ არა ამერიკა ის ქვეყანა, რომელიც გვეგონა, რომ იყო. მაგრამ, გთხოვთ, მომისმინეთ, გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს დავნებდეთ", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.