02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ანგელა მერკელი | Allnews.Ge

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ანგელა მერკელი

ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცს სურს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, სოციალისტების კანდიდატი გახდეს ფედერალური კანცლერის პოსტზე, - იუწყება "პოლიტიკო" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, მარტინ შულცმა გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა "გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერს ზიგმარ გაბრიელს სთხოვა.

თავის მხრივ, ზიგმარ გაბრიელმა მარტინ შულცს სთხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაენაცვლებინა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემას წყარომ "სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან" განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, მარტინ შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ "სოციალ-დემოკრატიული პარტია" მას გაისად საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ფედერალური კანცლერის პოსტზე კანდიდატად წარადგენს.