
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით 10-11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
სტიქიის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად იაპონიაში 18 000 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. მაშინ ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა.
BREAKING: Tsunami warning issued after preliminary Magnitude 7.3 earthquake strikes off coast of Fukushima, Japan. More details to come pic.twitter.com/0NCIPOiaSz
— The Weather Network (@weathernetwork) November 21, 2016