29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
22.11.2016 / 09:11
შრიფტის ზომა:

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ასი დღის სამუშაო გეგმა გამოაქვეყნა

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს თუ რას მოიმოქმედებს თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში.

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სურს აშშ-ს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოყვანა.

„ვაპირებ გამოვცე ბრძანება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. ამის ნაცვლად, მოლაპარაკებებს ჩავატარებთ სამართლიანი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც აშშ-ს სამუშაო ადგილებსა და წარმოებას დაუბრუნებს“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა სავაჭრო შეთანხმებაა, რომელსაც ხელი მოაწერეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12-მა ქვეყანამ 2016 წლის თებერვალში. აღნიშნული შეთანხმების მიზანია სატარიფო ბარიერების შემცირება, ასევე შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში შიდა წესების რეგულირება, ისეთ სფეროებში როგორიც არის შრომითი კანონმდებლობა, ეკოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება.

ტრამპმა ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოითხოვს ყველა სავიზო დარღვევების საქმეების გამოძიებას.

„მითითებას მივცემ შრომის სამინისტროს, გამოიძიონ სავიზო პროგრამის ყველა დარღვევები, რომლებიც ძირს უთხრიან ამერიკელი მუშების მდგომარეობას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ასი დღის სამუშაო გეგმა გამოაქვეყნა | Allnews.Ge