19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა | Allnews.Ge

კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა

კუბის მთავრობამ კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, - იუწყება ამერიკული ესპანურენოვანი გამოცემა El Nuevo Herald.

აღნიშნულთან დაკავშირებით რაულ კასტროს მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გლოვის პერიოდში შეჩერდება ყველა საჯარო და გასართობი ღონისძიებები, ჩამოშვებული იქნება კუბის ეროვნული დროშა საჯარო და სამხედრო უწყებების შენობების თავზე.

ფიდელ კასტროს ნეშტის კრემაცია დღეს მოხდება.

ფიდელ კასტრო, კუბელი რევოლუციონერი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე დაიბადა 1926 წლის 13 აგვისტოს. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში ის კუბის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ასევე რევოლუციური შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლის 31 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით მან ქვეყნის მართვის სადავეები თავის ძმას, რაულ კასტროს გადასცა.