საზოგადოება
29.05.2017 / 07:05
შრიფტის ზომა:

თამბაქო კიდევ გაძვირდა

თამბაქო კიდევ გაძვირდა

ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, სიგარეტის ფასმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოიმატა.

მაგალითად, ერთი კოლოფი "პარლამენტი" და "სობრანიე" 4.50 ლარიდან 4.70 ლარამდე გაძვირდა. 20 თეთრით გაძვირდა ერთი კოლოფი "ქემელის" მარკის სიგარეტი და დღეს მისი ფასი 4 ლარია. "ფილიპ მორისისა" და "ემემის" ფასი კი 3.20 ლარი გახდა.

ჯიხურებში ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, თუ რატომ მოიმატა სიგარეტის ფასმა და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ პროდუქცია მათ უკვე გაძვირებული ფასით მიიღეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ცნობისთვის, სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ თამბაქოს ფასი რამდენჯერმე შეიცვალა. იმ დროს ფასის მატების მიზეზად ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი და "საგადასახადო კოდექსში" აქციზის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები სახელდებოდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა გახდა ამ ეტაპზე სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი, მით უფრო იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო აქციზის ზრდით გამოწვეული გავლენა ფასზე წესით უკვე სრულად უნდა იყოს ასახული.

როგორც "ფილიპ მორისში" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ფასის მატება ჩვეულებრივი ბიზნესპროცესია და ეს შედეგი ყველა კომპონენტის გათვალისწინებამ გამოიწვია.

"ფასის მატება ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მოხდა. ამ კომპონენტებს დეტალურად ვერ აღვწერ, მაგრამ ბაზარი როგორც მიდის, ისე მიჰყვება ინდუსტრიაც,"-აღნიშნეს კომპანიაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

UNICEF - სირიაში ნახევარი მილიონი ბავშვი სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს | Allnews.Ge

UNICEF - სირიაში ნახევარი მილიონი ბავშვი სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს

სირიაში 500 ათასამდე ბავშვი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ UNICEF ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელიწადზე ნაკლებ დროში ბლოკადის პირობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა.

არსებული მონაცემებით, სირიის მასშტაბით 16 რაიონში მცხოვრები ბავშვები გარესამყაროს სრულად არიან მოწყვეტილი, არ იღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მოკლებულნი არიან პირველადი საჭიროების მომსახურებას - მათ შორის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებას.

"ბავშვები იღუპებიან და შავდებიან.

ისინი ძალიან შეშინებულები არიან.

იმისთვის, რომ იარონ სკოლაში ან ითამაშონ, მათ თავი გააქვთ საკვების დეფიციტისა და მედიკამენტების არარსებობის პირობებში", - განმარტა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სირიული თემი ყველანაირ დახმარებას უკვე 2 წელია მოკლებულია. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციები ბავშვებს პირდაპირი მნიშვნელობით აიძულებს თავშესაფარი მიწის ქვეშ ეძებონ. ალეპოს ერთ-ერთ ალყაშემორტყმულ რაიონში მოხალისეებმა მიწისქვეშა საბავშვო მოედანი მოაწყვეს, რომელსაც ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი სტუმრობს, სხვა რაიონში კი მიწისქვეშა სკოლა მოქმედებს, სადაც განათლებას 250 ბავშვი იღებს.

UNICEF კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ბლოკადის მოხსნისკენ და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს.