26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
27.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

აშშ-ის უისკონსინის შტატში ხმებს ხელახლა გადათვლიან

ამერიკის შტატ უისკონსინში ხმების ხელახლა დათვლის ინიციატივას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობა უწოდა.

"ეს არჩევნებთან დაკავშირებით "მწვანეთა პარტიის" მიერ წამოწყებული თაღლითობაა. არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ და არ შევიტანოთ მასში ეჭვი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა "მწვანეთა პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი ჯილ სტაინიც გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1% მოიპოვა და ზოგიერთი უბნის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებულიც კი არ იყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიამ ხმების სრულად გადათვლაზე თანხმობა განაცხადა. განაცხადი ჯილ სტაინმა შეიტანა. მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ხმების ხელახლა დათვლას უისკონსინის შემდეგ მიჩიგანსა და პენსილვანიაში ითხოვს.

ხმების გადათვლის დასაწყებად, აღნიშული პროცედურის ინიციატორმა ხარჯები თავად უნდა დაფაროს, რაც რამდენიმე მილიონ დოლარს ითვლის. ამ დროისთვის 5,3 მილიონი აშშ დოლარისთვის თავის მოყრა გახდა შესაძლებელი. სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისი იქნება უისკონსინსა და პენსილვანიაში ხმების ხელახლა დასათვლელად.

ხმების გადათვლის პროცსი მომავლი კვირის ბოლოსთვის დაიწყება. ფედერალური კანონის თანახმად, ხმის დათვლის ყველანაირი პროცედურა 13 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ჰილარი კლინტონის შტაბი ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

უისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ამომრჩეველთა კოლეგიის საერთო რაოდენობა 46-ს შეადგენს. ეს რაოდენობა ჰილარი კლინტონს ეყოფა იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს და პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ის უისკონსინის შტატში ხმებს ხელახლა გადათვლიან | Allnews.Ge