საზოგადოება
08.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანისა და ჯარიმების შესახებ დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს

 ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანისა და ჯარიმების შესახებ დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ "სითი პარკის" ფუნქციები შეითავსა, ავტომობილების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირებულია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერიის სამსახური სათანადოდ ვერ მუშაობს, არასწორია.

კალაძე ამბობს, რომ ჯარიმების შესახებ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"საერთოდ, არ არის საინტერესო პარტია "რუსთავი 2"-ის გაკეთებული სიუჟეტები. თუ ეს თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ.

ავტომობილები არის გადაყვანილი საჯარიმო სადგომებზე, გამოწერილია ჯარიმებიც. თუ რა ჯარიმები გამოიწერა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე მოგახსენებთ", - განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ესპანეთში საქართველოს 50 მოქალაქე დააკავეს | Allnews.Ge

ესპანეთში საქართველოს 50 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ 29 ნოემბერს საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. "დოიჩე ველეს" ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოში განუცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქებში მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

გარდა ამისა, ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმლებოდეს. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს დღეებში პოლიციის ორი წარმომადგენელი საქართველოში გაემგზავრება ადგილობრივ კოლეგებთან კოორდინაციისთვის. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი წარმატებული ოპერაცია, რომელიც ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს ქართველი ბინის მძარცველებისთვის.

ესპანეთის ეროვნულ სასამართლო პალატაში მიმდინარეობს ძიება 2015 წელს დაპატიმრებული "კანონიერი ქურდის", ზვიად დარსაძის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობა და ესპანეთში ბინების ძარცვა.