
ხვალ იტალიელები წავლენ რეფერენდუმზე, რომელიც გადაწყვეტს, უნდა ჩასწორდეს თუ არა იტალიის 1948 წლის კონსტიტუცია.
რეფერენდუმი იტალიის 41 წლის ენერგიული პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის მიერაა ინიცირებული. მისი ქმედება, იტალიის პარლამენტის 315-დან 100-მდე შემცირებაა.
რეფერენდუმის მომხრეთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რეფერენდუმის მიზანი სახელისუფლებო სისტემის შედარებით გამარტივებაა, რომლის საშუალებითაც იტალია უფრო ეფექტური, პროდუქტიული და წარმატებული სახელმწიფო გახდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ბიუროკრატიის შემცირება იქნება.
ოპონენტების თქმით კი, შემოთავაზებულ რეფორმებს დიდი დღე არ უწერია, ზოგიერთი კი შიშობს, რომ ამ რეფერენდუმის შედეგად სენატის ძალაუფლება გაიზრდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრ, მატეო რენცის თქმით, თუ იტალიელები რეფერენდუმის მეშვეობით მის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ , იგი თანამდებობას დატოვებს.
იტალიაში სახარბიელო მდგომარეობა არ არის, რადგან გარდა რეფერენდუმისა, ბევრი ბანკი გაკოტრების პირასაა მისული, რაც დანარჩენ ევროპაში ე.წ "დომინოს ეფექტს" გამოიწვევს, ანუ ძალიან სწრაფად გავრცელდება.
თუ რენცი უკან დაიხევს, ძალაუფლება, შესაძლოა სულ სხვა ძალებს, მათ შორის კომიკოს ბეპე გრილოს (რომელიც პოლიტიკაში წავიდა) გადაეცეს.
გრილო "ხუთი ვარსკვლავის" მოძრაობის სათავეშია, თუმცა მას პოლიტიკურ პარტიას არ ეძახის. უცხოელი კრიტიკოსები შიშობენ, რომ თუ ძალაუფლებას ხელში ბეპე გრილო აიღებს, მან შესაძლოა, ევროს გამოყენებაზე უარი თქვას, იტალიური ლირა დააბრუნოს და ევროკავშირთან ურთიერთობები დიდი ბრიტანეთის მსგავსად წარმართოს.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.