
მოსამართლემ საფრანგეთის ქალაქ პუბლიეს ადმინისტრაციას ცენტრალური მოედნიდან ღვთისმშობლის სკულპტურის აღება დაავალა. მოსამართლის განკარგულების თანახმად, ქალაქის ცენტრში მდგარი სკულპტურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რელიგიური სიმბოლიკის დემონსტრაციის შესახებ აკრძალვას არღვევს.
მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავად ქალაქის მერმა გასტონ ლაკრუამ გაავრცელა. სასამართლომ მოთხოვნის შესასრულებლად ადმინისტრაციას სამი თვე მისცა. ამის შემდეგ ის ყოველი გადაცილებული დღისთვის 100 ევროთი დაჯარიმდება. ლაკრუას განმარტებით, ქალაქის მერია სკულპტურის კერძო ტერიტორიაზე გადატანას შეეცდება.