
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. იტალიაში გუშინ გამართული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59.7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. რეფორმის გატარებას ამომრჩეველთა 40.2%-მა მხარი დაუჭირა , - იუწყება იტალიური La Stampa.
"ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში შევკრებ მინისტრებს, შემდეგ ვესტუმრები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.
რეფერენდუმის წინა პერიოდში მატეო რენციმ არაერთხელ განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
4 დეკემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.
მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა.
რეფორმა ითვალისწინებდა ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილების შემცირებას: ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. იტალიაში გუშინ გამართული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე იტალიელებმა ხმათა 59.7%-ით აღნიშნული რეფორმის გატარებაზე უარი განაცხადეს. რეფორმის გატარებას ამომრჩეველთა 40.2%-მა მხარი დაუჭირა , - იუწყება იტალიური La Stampa.
"ვერ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ამ მთავრობის გამოცდილება მთავრდება აქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მივდივართ. დღის მეორე ნახევარში შევკრებ მინისტრებს, შემდეგ ვესტუმრები პრეზიდენტს და გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.
რეფერენდუმის წინა პერიოდში მატეო რენციმ არაერთხელ განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა.
4 დეკემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.
მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა.
რეფორმა ითვალისწინებდა ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილების შემცირებას: ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.
მკითხველის კომენტარები
(0)