29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთში "ქურთთა მუშათა პარტიასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 235 ადამიანი დააკავეს | Allnews.Ge

თურქეთში "ქურთთა მუშათა პარტიასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 235 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ქვეყანაში აკრძალულ "ქურთთა მუშათა პარტიასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 235 ადამიანი დააკავა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს აქვეყნებს.

დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს იცავენ, მათ შორის ქურთების.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 11 პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულები "ტერორისტული დაჯგუფებების პროპაგანდაში ეჭვმიტანილები არიან".

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, არის თუ არა ეს დაკავებები სტამბოლში მომხდარ ბოლო აფეთქებასთან კავშირში, რომელსაც 44 ადამიანი ემსხვეპლა.