26 ოთხშაბათი - 2025, მარტი

ალეპოში მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა | Allnews.Ge

ალეპოში მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას, - იუწყება Associated Press.

ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ხნით იქნება შეჩერებული ევაკუაციის პროცესი.

როგორც სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, მეამბოხეებმა ასევე სცადეს თან მძევლების წაყვანა.

ლიბანში მდებარე "ალ-მანარ ჰეზბოლა ტვ-ს" ინფორმაციით, სირიის არმიამ ევაკუაციის პროცესი შეაჩერა იმის გამო, რომ მეამბოხეებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.