30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
20.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ.

"მტკიცედ ვგმობ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას", - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

"ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა აღნიშნულ ტერორისტულ აქტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ევროკავშირის სახელით სამძიმარი გამოვუცხადე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ელჩის, კარლოვის წარმოუდგენელი მკვლელობის გამო", - წერს ფედერიკა მოგერინი.

რუსეთის ელჩის მკვლელობა დაგმო ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმაც.

"მტკიცედ ვგმობ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს", - წერს მარტინ შულცი.

ფრანგი "მემარჯვენეების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა კი აღნიშნა, რომ როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს.

"მტკიცედ ვგმობ ამ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს ვუცხადებ რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის ელჩის ოჯახის წევრებს. როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს", - ამბობს ფრანსუა ფიიონი.

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი მარინ ლე პენი ასევე უცხადებს სამძიმარს რუს ხალხს სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე.

"გულწრფელად თანავუგრძნობ რუს ხალხს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო", - წერს მარინ ლე პენი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ | Allnews.Ge