26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
20.12.2016 / 12:12
შრიფტის ზომა:

ვინ დგას რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან

ვინ დგას რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან

როგორც ცნობილი გახდა, თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ანლინტასი იყო. საგამოფენო დარბაზში იარაღით შესვლა და ელჩთან მიახლოება მან პოლიციის საბუთის გამოყენებით შეძლო. თავდასხმიდან, რამდენიმე საათში, თურქული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი მართლაც ყოფილი პოლიციელია, თუმცა 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მევლუთ ანლინტასი ოპოზიციური ორგანიზაცია FETO-ს წევრია, რომელიც ანკარას მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

ამ ეტაპზე კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, რთულია რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება. თუმცა რამდენიმე გარემოება ცალსახად იკვეთება. ფაქტია, რომ 22 წლის ყოფილი პოლიციელი, რომელიც ოდესღაც თურქეთის ინტერესებს იცავდა, სხვა ორგანიზაციამ გადაიბირა. მოხდა ეს მისი პოლიციიდან გათავისუფლების შემდეგ თუ ჯერ კიდევ იქ მუშაობის დროს, ამას გამოძიება დაადგენს.

სირიასთან და ალეპოსთან დაკავშირებული შეძახილებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავდამსხმელი პრეზიდენტ ასადის ოპოზიციის რიგებიდან იყოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ხშირ შემთხვევაში გარკვეული სახის მოქმედების დაწყებას მხოლოდ ოფიციალური საბაბი სჭირდება. ელჩის მკვლელობა კი ამ შემთხვევაში იდეალური საბაბია. ამიტომაც რეალობას ნამდვილად არ არის მოკლებული ვერსია, რომ ელჩის "მკვლელობა" ოფიციალურმა მოსკოვმა სირიაში სამხედრო კამპანიის გასაფართოებლად გამოიყენოს და, მაგალითად სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს.

სირიასთან მიმართებაში შორს მიმავალი ინტერესები თურქეთსაც აქვს. ღიად თუ ფარულად ასადის რეჟიმისადმი მტრულ განწყობას ანკარა ხშირად გმოხატავს. მეტიც, ის ასადის რეჟიმის ოპოზიციას და გარკვეულ წილად "ისლამურ სახელმწიფოსაც" უჭერს მხარს. ყიდულობს მათგან ნავთობს და დროდადრო საბრძოლო მასალებით ეხმარება.

ამჟამად ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, თურქეთის არმია სირიის ჩრდილო ნაწილშია შეჭრილი და იქ ქურთებს ებრძვის. შესაბამისად, გამოდის, რომ წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, თურქეთი სირიის ტერიტორიაზე ოკუპაციურ საქმიანობას ეწევა.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. არც ისე შორეულ 1920 წელს, თურქეთში დიდი ეროვნული შეკრება გაიმართა. ოსმალეთის იმპერიის გაყოფა უკვე დაწყებული იყო. შეკრებაზე მეჯლისმა ეროვნული პაქტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სირიის ჩრდილო ნაწილი ალეპოს ჩათვლით, თურქეთის კონტროლ ქვეშ რჩებოდა. 

ევროპამ ანკარის ეს თავხედური გადაწყვეტილება არ მოიწონა და იმავე წლის 10 აგვისტოს სევრის მშვიდობიან ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. დოკუმენტის თანახმად, თურქეთს სოლიდური ტერიტორიები ჩამოაჭრეს. შემდეგ იყო 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულება, სადაც თურქეთმა უკვე ოფიციალურად თქვა უარი ეგვიპტის, სირიის, ლიბანის, მესოპოტამიის, არაბეთის, პალესტინის ტერიტორიებზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელჩის მკვლელობა შორეულ პერსპექტივაში თურქეთმა, სირიის ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოებისთვის გამოიყენოს. ამ ეტაპზე კი ყველაზე საინტერესო საკითხად რუსეთის შემდგომი ქმედებები რჩება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ დგას რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან | Allnews.Ge