01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის სიკვდილი ასახა | Allnews.Ge

ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის სიკვდილი ასახა

"გამოფენა რუტინული იყო, მიკროფონთან ერთმანეთს ორგანიზატორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ენაცვლებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი იყო. მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობდა, რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანდა, ეს იყო მისი სიყვარული სამშობლოსადმი", - იხსენებს გამოფენაზე მისული სტუმარი. თუმცა ის ჩვეულებრივი სტუმარი არ იყო. გამოფენაზეც მხოლოდ იმის გამო მივიდა, რომ ტერიტორიულად მის ოფისთან ახლოს იყო, თანაც იფიქრა, რომ იქ გადაღებული ფოტოებს Associated Press-ი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე მომზადებულ სტატიებში გამოიყენებდა.

რუსეთის ელჩის სიტყვით გამოსვლისას დანარჩენი დამთვალიერებლების რიგს გამოეყო და წინ წაიწია, ამიტომ ის მომენტიც ყველაზე უკეთ დაინახა, როდესაც კოსტიუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა იარაღი ამოიღო. თავიდან თეატრალური დადგმა ეგონა, 8 გასროლამ მომხდარის რეალობაში დაარწმუნა.

"დარბაზი პანიკამ და ყვირილმა მოიცვა, სტუმრები ცდილობდნენ რამეს ამოფარებოდნენ, ზოგიერთი მათგანი იატაკზე იწვა, ნაწილი მაგიდის ქვეშ. შეშინებული და დაბნეული ვიყავი, ელჩის ცხედარი ჩემგან არც ისე შორს იყო. რამდენიმე წუთი დამჭირდა რომ მომხდარი გამეანალიზებინა. ყველანაირი შესაძლებლობა მქონდა რომ გავქცეულიყავი, თუმცა დარჩენა ვამჯობინე.

ბუჰრან ოზბილიჩიმ ერთ-ერთ კედელთან თავშესაფარი იპოვა და გაქცევას პროფესიული მოვალეობის შესრულება ამჯობინა.

"რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი არსებულ საფრთხეს და მეშინოდა. თუმცა, ვფიქრობდი - უკვე აქ ვარ, მესვრიან, დამჭრიან თუ მომკლავენ მე ჟურნალისტი ვარ, ჩემი საქმე უნდა გავაკეთო", - ყვება ფოტოგრაფი.

მუშაობის პროცესში იმ კოლეგებზე ფიქრობდა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მუშაობდნენ და სიმართლის ჩვენების სანაცვლოდ სასიკვდილო ბრმა ტყვიის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

"წამოსვლა შემეძლო, თუმცა მივხვდი რომ კონსტრუქციული პასუხი არ მქონდა კითხვაზე: "რატომ არ გადავიღე არცერთი ფოტო".

სიცოცხლესა და მოვალეობას შორის დარჩენილი ფოტოგრაფის დილემა დაცვის პოლიციამ და ადგილზე მობილიზებულმა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს და დარბაზში მყოფებს მისი დატოვება მოსთხოვეს.

ოფისში დაბრუნებულმა ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, რომ მკვლელი ელჩს ზურგის დაცვასავით ედგა.