
გადატრიალების მცდელობა თურქეთში და ანკარის დაბრუნება კრემლის კარზე. დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკაში და დევიდ ქემერონის დამარცხება გაერთიანებულ სამეფოში. გაგულისებული ევროპელი პუპულისტები და უფსკრულის პირას მისული ევროკავშირი. მოსკოვის მზარდი აგრესია და მსოფლიო ლიდერების ამბიციებს შეწირული სირიელი ბავშვები - 2016 წელი პოლიტიკური და სამხედრო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა.
თუმცა, ახლა უფრო მეტად საინტერესოა, რა გველის 2017 წელს?
რა ვითარება იქნება ევროპაში იმ დროისთვის, როდესაც ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ, დარეგულირდება თუ არა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. განვითარდება თუ არა სირიის სამოქალაქო ომი იმავე სცენარით როგორც ეს კოლუმბიაში მოხდა. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ მოთამაშეებს გლობალურ პოლიტიკურ ტრიბუნაზე, შევინარჩუნებთ თუ არა მრავალპოლუსიან მსოფლიოს - ათვლა პირველი იანვრიდან იწყება. იქამდე კი სცენარების შესაძლო განვითარებას business insider გთავაზობთ.
რუსეთი კიდევ უფრო მკვეთრ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს ბალტიის მიმართულებით, რათა დასავლეთის რეაქცია შეამოწმოს
იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა სათანადო პასუხი ვერ მიიღო, ის ბალტიის მიმართულებით სვლას განაგრძობს. ამის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჰაკერების დახმარებით ჩაერია, თუმცა ობამას ადმინისტრაციისთვის პუტინის უარყოფა უმოქმედობისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა. ანალიტიკოსები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ოქტომბერში პოლონეთსა და ლიტვასთან სამხედრო არსენალის განლაგებას გაგრძელება მოჰყვება.
ისლამური სახელმწიფოს დეფაქტო დედაქალაქ რაქას ბევრი თავდასხმის მოგერიება მოუწევს
ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს პოზიციების დათმობა უწევს. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განმარტებით, ქალაქ მოსულის გათავისუფლება რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი. ამის შემდეგ, დღის წესრიგში რაქას დაბრუნებაც დადგება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ სირიელი მეამბოხეების დამარცხების შემდეგ, ოფიციალური დამასკო დაეშითაც დაინტერესდება, რასაც გულწრფელად რომ ვთქვათ მეამბოხეებთან ომისას ვერ ახერხებდა. დე ფაქტო დედაქალაქის გამოხსნის პროცესში, სახელისუფლებო ძალების მთავარი პარტნიორი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ირანი და თურქეთი იქნება.
ტერორისტული აქტების სერია სავარაუდოდ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს
ტერორისტები ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების დაკარგვას მარტივად არ შეეგუებიან. მეტიც, მსოფლიოს მასშტაბით, უფრო მეტი მებრძოლისა და მარტოხელა თავდამსხმელის მოსაზიდად, ისინი ფართომასშტაბიან პროპაგანდას წამოიწყებენ და საკუთარ მიმდევრებს ყველა ხელმისაწვდომ ადგილზე სთხოვენ ტერაქტების ორგანიზებას. ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული მრისხანება კი საერთაშორისო ტერორში გადაიზრდება.
სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი შენარჩუნდება
ალეპოს დაცემის შემდეგ, რუსეთი და ირანი ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის სფეროების განმტკიცებას შეეცდებიან. დონალდ ტრამპს არაერთხელ დაუყენებია აშშ-ის სირიული პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ. სავსებით შესაძლებელია რომ რუსეთისგან რაიმე ბენეფიტის მოლოდინში, ტრამპი არა თუ დათანხმდეს ასადის რეჟიმის შენარჩუმნებას არამედ, ხელს შეუწყობს კიდეც. ეს თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. თუმცა, ის, რაც მსოფლიომ ალეპოში უკანასკნელი კვირების განმავლობაში იხილა, მეამბოხეების შემთხვევაში, კვლავ განმეორდება, როდესაც თეთრი ვაშინგტონი მათ დახმარებას შეწყვეტს.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის შემოწმებას დაიწყებს
ერთი კვირის წინ, ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წყალქვეშა დრონი დააკავა, ვაშინგტონმა ფაქტი უპასუხოდ დატოვა. თუმცა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის უკანონო პრეტენზია და სურვილი კონკურენცია გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრობლემას მოუგვარებელს ხდის. წყნარ ოკეანეში აშშ-ის გავლენების შესუსტება მის რეპუტაციას შეარყევს ისეთ ღირებულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიც სინგაპური, ვიეტნამი და ინდონეზიაა. ამ ჩუმ კონფრონტაციას ტრამპის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავებს.
ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა გახდება
ეს კარჩაკეტილი ქვეყანა, ყოველთვის ამოუცნობი პოლიტიკური მოთამაშე იყო. მისი კონსერვატიული პოლიტიკა, უფრო მეტად, მისი ლიდერის იმპულსურობაზეა აგებული. როდესაც ნებისმიერ სხვა ქვეყნბის შემთხვევაში შეიძლება თითქმის, ზუსტად თქვა როგორ იმოქმედებს მისი ლიდერი რაიმე კონკრეტულ შეთხვევაში, კიმ ჩენ ინის მმართველობის პირობებში, ეს თითქმის შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, აშშ - სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთებისადმი აგრესიულად განწყობილი ფხენიანის უკმაყოფილება დიპლომატიურ ჩარჩოებში არასდროს არ ჩამჯდარა. შეძლებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობის დალაგებას თუ ვითარეა კიდევ უფრო გამწვავდება მით უფრო საინტერესოა, როდესაც ფხენიანი თავისი ბირთვული არსენალის შექმნისკენ უკანმოუხედავად მიისწაფვის.
აშშ-კუბას ურთიერთობა ნელი ტემპით განვითარდება
წინასაარჩევნო კამპანიისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბასთან თანამშრომლობას იმ შემთხვევაში განაგრძობს თუ მასთან "უკეთესი შეთანხმების გაფორმება გახდება შესაძლებელი". ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ- კუბის ურთიერთობა სტატუს-კვოს დაუბრუნდება.
მექიკიდან აშშ-ში კონტრაბანდის ნაკადი შეფერხდება
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მომავალი წლისთვის, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი გამოჩნდება. იქნება ეს ლამაზი კედელი, თუ კედლისა და ღობის კომბინაცია ან თუნდაც, ციფრული კედელი, არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ის იარსებებს და მექსიკიდან ნარკოტიკისა და სხვა კონტრაბანდის ნაკადს საგრძნობლად შეამცირებს. დაემუქრება თუ არა იგივე ბედი მექსიკელ მიგრანტებს ამ დრომდე უცნობია.