
ისრაელის პოლიციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაკითხა. დაკითხვა რამდენიმე საათი გრძელდებოდა, - აღნიშნულის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახური იუწყება.
"ისრაელის პოლიციის ეროვნულმა დანაყოფმა ორშაბათს საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ შეღავათების სავარაუდო მიღების საქმეზე ე.წ.გაფრთხილებითი ფორმით დაკითხა", - ნათქვამია ისრაელის პოლიციის განცხადებაში.
განცხადებაში მითითებულია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში მდებარე მის რეზიდენციაში დაიკითხა.
როგორც გამოცემა Haaretz იუწყება, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა სამი საათი გრძელდებოდა და ეხებოდა მის მიერ საჩუქრების მიღებას ბიზნესმენებისგან. ე.წ. გაფრთხილებით დაკითხვა ისრაელის პოლიციის მიერ დაკითხვის ყველაზე მკაცრი ფორმაა, არასწორი ჩვენება ასეთ დროს გამოძიებისთვის ხელისშეშლად და ცრუ ჩვენების მიცემად ითვლება.
თვითონ ნეთანიაჰუმ ორშაბათს კიდევ ერთხელ უარყო ყველა ბრალდება და თავის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა "არ იჩქარონ ამის აღნიშვნით".
"ნუ ჩქარობთ აღნიშვნას. არაფერი გამოვა ამ გამოძიებიდან და თქვენ მოგიწევთ ცხელი ჰაერის ამოსუნთქვის გაგრძელება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.