08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსეთი სირიაში შეიარაღებულ ძალებს ამცირებს | Allnews.Ge

რუსეთი სირიაში შეიარაღებულ ძალებს ამცირებს

რუსეთის ფედერაცია სირიაში შეიარაღებული ძალების დაჯგუფების რაოდენობის შემცირებას შეუდგა. პირველი ნაკადის ფარგლებში, სირიას ტოვებენ ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი", კრეისერი "პიოტრ ველიკი" და მათი თანმხლები გემები.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეუდგა სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შემცირებას", - განაცხადა ვალერი გერასიმოვმა.

მან აღნიშნა, რომ 2016 წლის 30 დეკემბრის 00:00 საათიდან სირიის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც არ ვრცელდება საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებზე.