
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ეკოლოგიური პოლიცია შეიქმნება. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფი გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს, მათ შორის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შეზღუდვა და დაბინძურების სხვადასხვა წყარს გამოაშკარავება იქნება. ეკოლოგიური პოლიცია აქცენტს არა მხოლოდ საწარმოო ნარჩენებზე გააკეთებს, არამედ ნაგვის არასანქცირებული წვაზეც გაამახვილებს ყურადღებას.
პეკინში სმოგი იმდენად ტოქსიკურია, რომ მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვას ვერ ახერხებს.
დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ცაი ციმ განაცხადა, რომ პეკინში მოქმედ ერთადერთ ქვანახშირის ელექტროსადგურს გაზაფხულისთვის დახურავს.
ქალაქის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი მიმდინარე წელს ნახშირის გამოყენების 30%-მდე შემცირებაა.
ქალაქის მერია ამ დრომდეც აცხადებდა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილში ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებს დაამონტაჟებდა.