მსოფლიო
20.01.2017 / 06:01
შრიფტის ზომა:

NBA ALL-STAR-ის მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა

"გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.

20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა.

წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება: აღმოსავლეთი კონფერენცია - კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია - ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: 2017 NBA All-Star Game Starters Announced

მკითხველის კომენტარები
(2)

უფალი გადაგიხდით
20 იანვარი , 2017 19:01

უსირცხვილოები... აი ვინ არიან ნაციონალისტები

ვაჟა
20 იანვარი , 2017 08:01

ამერიკას ზაზა არ მოეწონა და საქართველო მით უმეტეს არაფერში აინტერესებს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

NBA ALL-STAR-ის მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა | Allnews.Ge