მსოფლიო
29.01.2017 / 08:01
შრიფტის ზომა:

აშშ სირიელი დევნილების მიღებას განუსაზღვრელი ვადით კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

"ეს ქვეყნის დაცვაა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ.

"დევნილების მიღების პროგრამა შეჩერებულია 120 დღით", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. გარდა ამისა, დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება ტრამპმა დაუშვა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) 50 000 დევნილს შეადგენს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჯასტინ ტრიუდო - კანადა სიხარულით მიიღებს ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე მიიღო 30 000 დევნილი.

შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.

გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება.

"ვაცხადებ, რომ სირიის მოქალაქეების, როგორც დევნილების შემოსვლა აშშ-ში ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ნებისმიერი ასეთი შემოსვლა გაჩერდება მანამ, ვიდრე არ გადავწყვეტ, რომ არსებითი ცვლილებები მოხდა, რაც სირიელი დევნილების მიღების საშუალებას იძლევა ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს მიანიჭებს თუ არა პრიორიტეტს ქრისტიანებს.

"დიახ, მათ სასტიკად ეპყრობიან. თუ თქვენ ხართ ქრისტიანი სირიიდან შეუძლებელია, როგორც მინიმუმ ძალიან რთულია, აშშ-ში მოხვედრა. თუ თქვენ მუსლიმი ხართ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ ქრისტიანი ხართ, ეს თითქმის შეუძლებელი იყო", - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანები სირიაში განსაკუთრებით იტანჯებიან ტერორისტების მხრიდან.

"„ისინი (ტერორისტები) ყველას თავებს კვეთდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ქრისტიანებს. ვფიქრობ, არასამართლიანი იქნებოდა. ასე, რომ მათ, ქრისტიანებს დავეხმარებით", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულების კონტროლის ბიომეტრული სისტემა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ სირიელი დევნილების მიღებას განუსაზღვრელი ვადით კრძალავს | Allnews.Ge