06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ში ლოგინიდან გადმოვარდნით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე "მიგრანტი ჯიჰადისტისგან" | Allnews.Ge

აშშ-ში ლოგინიდან გადმოვარდნით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე "მიგრანტი ჯიჰადისტისგან"

ამერიკის შეერთებნული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა და მწვანე ბარათის მფლობელთა დეპორტაციაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება იმ შვიდ ქვეყანასაც შეეხო, რომლის მოსახლეობაზეც აშშ-ში ამ დროისთვის აკრძალვა მოქმედებს.

თეთრი სახლის ახალი ლიდერის გადაწყვეტილების ცვლილება ნიუ-იორკის ფედერალური მოსამართლის, ენ დონელის განაჩენს მოჰყვა, რომელმაც აეროპორტებიდან მიგრანტების გაძევება დროებით აკრძალა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრანტების შეშვების აკრძალვას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. Huffington Post-ის მიერ გამოქვეყნებულმა ცხრილმა ცხადჰყოფო, რომ აშშ-ში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჯიჰადისტი მიგრანტების მიერ. გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჯიჰადისტი მიგრანტებისა და ულტრა მემარჯვენე ტეორისტების მიერ მოკლული ამერიკელების რაოდენობა ჯამში 7-ს შეადგენს. მონაცემები არ შეიცავს ორლანდოს ღამის კლუბში სროლასა და 2015-2016 წლებში ჩადენილ სხვა დანაშაულებებს. 

ცხრილის მიხედვით, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შედგენილი, ამერიკელების ყველაზე დიდი რაოდენობა, სხვა ამერიკელების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, მათი რაოდენობა 11 737-ს შეადგენს. 2004-2014 წლის მონაცემების მიხედვით, საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 737-ს აღწევს, რაც ჯიჰადისტების მიერ ჩადენილ დანაშაულს მნიშვნელოვნად აღემატება.