საზოგადოება
17.09.2016 / 07:09
შრიფტის ზომა:

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული, - ამის შესახებ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და ამავე პოლიციის გამომძიებლის მიმართ წაყენებული ბრალდების საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბრალდებულ გიორგი კაჭარავასთვის და ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი ამოიღო და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სახელმწიფო ბრალდება კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.

 

მკითხველის კომენტარები
(8)

ზაზა
20 მარტი , 2018 14:03

ყველაფერი მათ აძლევთ ხელს, დოლარი გაძვირდა ,ნავთობი გაიაფდამ ბენზინი გაძვირდა. დოლარი გაიაფდა, ნავთობი გაძვირდა, ბენზინი მაინც ძვირია და ასე შემდეგ. როგორც გინდა ისე ატრიალე ფინიში ერთია, ბენზინი ძვირი უნდა იყოს ასეა წამლებზეც და უარესი

უცნობი
03 თებერვალი , 2018 15:02

აბა ფულში ხომ უნდა დაიხრჩონ,მთავრობა და მათი ლაქუცა ბიზნესმენები, ერთად ატყავებენ ხალხს, რა ენაღვლებათ, ერი განადგურების პირას რომაა. ახლა ტაქსისტებს დაბეგრავენ კიდევ უფრო მეტ ფულს ამოიღებენ. სული დაგვრჩა იმასაც გვართმევენ, მომკითხავი არავინაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბილ გეითსი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდება | Allnews.Ge

ბილ გეითსი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდება

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი, 25 წელიწადში მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება. ამ დროისთვის მისი კაპიტალი 84,4 მილიარდი დოლარია.

Forbes-ის რეიტინგების მიხედვით, 61 წლის ფილანტროპი, ამჟამად, მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერია და მისი კაპიტალი დღითიდღე იზრდება.

იგი აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით. ის მალარიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინებში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს. "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი 123,54 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში ცხოვრობს, რომელსაც 24 საძინებელი და 10 აბაზანა აქვს. მისი სახლის კინოთეატრი 20 ადამიანს იტევს. ტრილიონერი ე.წ "ჭკვიან სახლში" ცხოვრობს, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიისა და სიმწვანის, ხეებისა და მცენარეების ნაზავია. სახლის ავტოფარეხი 23 ავტომობილს იტევს.

ბილ გეითსის აუზში წყალქვეშა ხმოვანი სისტემაა დამონტაჟებული. ის ასევე იახტასა და საკუთარ თვითმფრინავს - BD 700-სს ფლობს. ბიზნესმენი "პორშეს" კოლექციონერია, მის საკუთრებაშია "პორშე 911, "პორშე 930" და "პორშე 959". ეს ავტომობილები ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოშვებული. გარდა ამისა, ბილ გეითსი Mercedes S Class-ის და BMW-ს შვიდი ავტომობილის, Chevrolet Corvette-ს, Rolls Royce-ისა და Bentley-ის მფლობელია.

ბილ გეითსი ასევე ინვესტიციებითაც არის დაკავებული. ის Cascade Investment LLC-ს ფლობს, რომელიც საკუთარ თავში Berkshire Hathway-ს, Coral Col-სa, Femsa-ს, Carpetrigh-ის, Four Seasons Hotels-ისა და Waste Management-ს აერთიანებს.

 

Bill Gates is going to become the world’s first trillionaire