07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
12.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა კვლავ გამოსცადა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ვარაუდობს, რომ ფხენიანის მიერ 2017 წელს გაშვებული პირველი ბალისტიკური რაკეტა საშუალო რადიუსის იყო.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აღნიშნული მოვლენა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ფხენიანის ქმედება დაგმო და იაპონიის მთავრობის მეთაურს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თავის მხრივ სინძო აბემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაუშვებელია.

პირველი იანვრის სატელევიზიო მიმართვის დროს ჩრდილოთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღის შემუშავების ბოლო ეტაპზე გადავიდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა | Allnews.Ge