ფრანგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია "ეროვნული ფრონტი" დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ფრანგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია "ეროვნული ფრონტი" დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულს ცხადყოფს კვლევითი კომპანია Kantar Sofres მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 58% "ეროვნულ ფრონტში" დემოკრატიისთვის საფრთხეს ხედავს. აღნიშნული მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს და 11%-ით - 2012 წლის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ 1980 წლიდან 2002 წლის ჩათვლით საფრანგეთის მოსახლეობის 70% შეშფოთებული იყო იმ საფრთხით, რომელსაც წარმოადგენდა "ეროვნული ფრონტი" დემოკრატიისთვის.
ამავდროულად, გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 12% -ს არასოდეს მიუცია ხმა მარინ ლე პენისთვის, მაგრამ ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამის გაკეთებას აპირებს. რესპონდენტთა 3%-ის განცხადებით, მათ ადრე ხმა ჰქონდათ მიცემული "ეროვნული ფრონტისთვის", თუმცა წელს ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივეს გააკეთებენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.