
ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
"ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ხელმეორედ დანიშნეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ, დაძლიეს რა პოლონეთის წინააღმდეგობა", - წერს სააგენტო.
ცნობილია, რომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.
4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის "სამოქალაქო პლატფორმის" რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.