17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იენს სტოლტენბერგი - დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდია ნატო-ს წევრი აღარ იქნება | Allnews.Ge

იენს სტოლტენბერგი - დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდია ნატო-ს წევრი აღარ იქნება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შემთხვევაში შოტლანდია აღარ იქნება ნატო-ს წევრი, - იუწყება Sky News.

"თუ ეს მოხდება (შოტლანდიის დამოუკიდებლობა), მაშინ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ნატო-ს წევრობას, თუმცა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოუწევს განაცხადის შეტანა ნატო-ში წევრობაზე და ორგანიზაციის 28 წევრი გადაწყვეტს მიიღებს თუ არა ახალ წევრს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის გაზაფხულის პერიოდში უნდა ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯონმა გუშინ განაცხადა.

"რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის გაზაფხულის პერიოდს შორის უნდა ჩატარდეს. შემდეგ კვირას მე შოტლანდიის პარლამენტს ნებართვას ვთხოვ აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების კანონი გამოსცეს", - განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა.

სტერჯონის თქმით, იძულებულია ასეთი ნაბიჯი გადადგას იმის გამო, რომ ლონდონი მზად არ არის გაითვალისწინოს იმ რეგიონის აზრი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში ჩატარდა. მოსახლეობამ მხარი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.