28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
14.03.2017 / 12:03
შრიფტის ზომა:

მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება

თურქეთი შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რომელშიც ევროპა აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

"შარშან ვეწვიე ევროპას, მაგრამ რატომ მაშინ არ გააუქმეს ჩემი ვიზიტი? რატომ მაინცდამაინც 2017 წელს გააუქმეს? ევროპა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს უბრუნდება", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დიდ მწუხარებას იწვევს ის, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნების ძირითადი პარტიები რასისტულ მსოფლმხედველობას იზიარებენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემთან სატელეფონო საუბრებისას ამბობდნენ, რომ მათ რცხვენიათ ჰოლანდიის ქმედებების გამო, შემდეგ ამ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ. იცით, რატომ? ყველაფერი ეს შიშით არის განპირობებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათ შურთ და ეშინიათ თურქეთის. სხვა მხრივ, ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა გაერთიანება და ევროკავშირის გახლეჩვის არდაშვება. მე მათ მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვუთხრა: შიში არ გადაგარჩენთ!" - დასძინა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.

მკითხველის კომენტარები
(2)

ტამარი
15 მარტი , 2017 05:03

გულზე სკდებიან და გასკდებიან ევროპაში ჩვე ქარტველებს და საქარტველოს ტურქეტზე ადრე ტუ მიგვიღებენ . ჯერ გულზე საბერძნეტის გამო გასკდნენ ახლა კი ჩვენს გამო სკდებიან ისევე როგორც რუსეტი სკდება , ამიტომაც "დაძმაკაცდნენ".

ზუკა
14 მარტი , 2017 12:03

თურქეთი, მართალია ვერ დაიკვეხნის დემოკრატიით, მაგრამ ძნელია ამის მთქმელს არ დაეთანხმო.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროპა ნელა უფსკრულისკენ მიექანება | Allnews.Ge