
პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა, - იუწყება სააგენტო Reuters.
ფრანგული ტელეარხი BFM TV-ს ინფორმაციით, ფონდის თანამშრომელმა ქალმა დაუდგენელი წარმომავლობის კონვერტი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ცნობილია, რომ მოთხოვნები ან ლოზუნგები კონვერტში არ იყო. აღნიშნულ მომენტში ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
"ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კომენტარი ასევე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა. მისი შეფასებით, აღნიშნული "ძალადობის ლაჩრულ აქტს" წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიის ფინანსთა სამინისტროსთან საეჭვო პაკეტში ასაფეთქებელი აღმოაჩინეს.
სამინისტროს თანამშრომლებმა საეჭვო პაკეტი უწყების საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პაკეტი შეიცავდა პიროტექნიკურ ნივთიერებებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა, - იუწყება სააგენტო Reuters.
ფრანგული ტელეარხი BFM TV-ს ინფორმაციით, ფონდის თანამშრომელმა ქალმა დაუდგენელი წარმომავლობის კონვერტი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ცნობილია, რომ მოთხოვნები ან ლოზუნგები კონვერტში არ იყო. აღნიშნულ მომენტში ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
"ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე.
სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კომენტარი ასევე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა. მისი შეფასებით, აღნიშნული "ძალადობის ლაჩრულ აქტს" წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიის ფინანსთა სამინისტროსთან საეჭვო პაკეტში ასაფეთქებელი აღმოაჩინეს.
სამინისტროს თანამშრომლებმა საეჭვო პაკეტი უწყების საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პაკეტი შეიცავდა პიროტექნიკურ ნივთიერებებს.
მკითხველის კომენტარები
(0)