
ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა - ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსი" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.