
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებელზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გუშინ, მოძრაობა "ქართული ძალის" აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.
"მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთში აერია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ჟან-კლოდ იუნკერზე დაყრდნობით იუწყება.
"სხვათა შორის, დონალდ ტრამპი საერთოდ ვერ ერკვევა ევროპულ საქმეებში. ამასწინათ, ტელეფონზე დონალდ ტუსკს ესაუბრებოდა და ეგონა, რომ ჩემთან საუბრობდა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.
მანვე აღნიშნა, რომ "პირველად ისტორიაში შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესებული არ არის ევროპული საქმეებით".
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აპრილში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
მკითხველის კომენტარები
(0)