11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
25.03.2017 / 12:03
შრიფტის ზომა:

ავსტრია ქვეყნის დატოვების მსურველ მიგრანტებს კომპენსაციას გადაუხდის

ავსტრია ქვეყნის დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ მიგრანტებს კომპენსაციას გადაუხდის. ქვეყნის ხელისუფლებამ კომპენსაციის ოდენობა 50 ათასი თავშესაფრის მაძიებლის რეპატრიაციის პროცესის დასაჩქარებლად გააორმაგა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვოლფგანგ სობოტკას, თქმით, სამშობლოში დაბრუნების მსურველ მიგრანტებს 1000 ევროს შესთავაზებენ.

ავსტრიის ხელისუფლებამ ლტოლვილების რეპატრიაციისა და კომპენსაციის სქემა მიგრანტების უფლებათდამცველ ჯგუფებთან ერთად შეიმუშავა. ის მიმართულია მიგრანტებისკენ, რომელებსაც ავსტრიაში დროებითი თავშესაფრის მიღების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუმცა ფულადი კომპენსაცია გაიცემა იმ 1000 ლტოლვილზე, რომლებიც გასამგზავრებელთა სიაში პირველები ჩაეწერებიან.

"ნებაყოფლობით გამგზავრების უპირატესობა ის არის, რომ მიგრანტები ნაკლებად ტრავმირებულები იქნებიან"- განაცხადა ლტოლვილების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ავსტრიამ 2015 წლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა 130 ათასი აპლიკაცია მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, გასულ წელს ქვეყანა 10 700-მა ლტოლვილმა დატოვა, მათ შორის 5 800-მა საკუთარი ნებით. ოფიციალურმა ვენამ აპლიკაციების რიცხვი 2017 წლისთვის 35 ათასამდე შეამცირა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ავსტრია ქვეყნის დატოვების მსურველ მიგრანტებს კომპენსაციას გადაუხდის | Allnews.Ge