
ბუდაპეშტში სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. უკმაყოფილების საბაბი ხელისუფლების განაწყვეტილება გახდა, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას გამოიწვევს.
სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის, "ფიდესის" მიერ ინიცირებული კანონმდებლობა, უნივერსიტეტის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.
"ბიბისი"-ს ინფორმაციით, სინამდვილეში საქმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ფილანთროპ ჯორჯ სოროსს შორის არსებულ უთანხმოებაშია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უნივერსიტეტის დაარსებისას სოროსს სურდა, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ლიბერალური ღირებულებების ბაზისი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებაში ღიაობისა და დემოკრატიულობის პრინციპის გავრცელებას უზრუნველყოფდა.
ხელისუფლების განმარტებით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ისევე, როგორც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სხვა სასწავლო დაწესებულებები უკანონოდ მოქმედებენ, ახალი კანონმდებლობა კი კანონიერი საფუძვლის შექმნას ისახავს მიზნად.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ეს სასწავლო დაწესებულება სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს, ახალი კანონი კი მისი დახურვისკენაა მიმართული. სტუდენტები და თანამშრომლები ახლა დახმარებას სხვა უნივერსიტეტებისგან ელიან.
საგულისხმოა, რომ ორბანსა და სოროსს შორის ურთიერთობა, სოროსსა და ტრამპს შორის დამოკიდებულების გაუარესების კვალდაკვალ გაუარესდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბუდაპეშტში სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. უკმაყოფილების საბაბი ხელისუფლების განაწყვეტილება გახდა, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას გამოიწვევს.
სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის, "ფიდესის" მიერ ინიცირებული კანონმდებლობა, უნივერსიტეტის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.
"ბიბისი"-ს ინფორმაციით, სინამდვილეში საქმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ფილანთროპ ჯორჯ სოროსს შორის არსებულ უთანხმოებაშია.
უნივერსიტეტის დაარსებისას სოროსს სურდა, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ლიბერალური ღირებულებების ბაზისი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებაში ღიაობისა და დემოკრატიულობის პრინციპის გავრცელებას უზრუნველყოფდა.
ხელისუფლების განმარტებით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ისევე, როგორც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სხვა სასწავლო დაწესებულებები უკანონოდ მოქმედებენ, ახალი კანონმდებლობა კი კანონიერი საფუძვლის შექმნას ისახავს მიზნად.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ეს სასწავლო დაწესებულება სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს, ახალი კანონი კი მისი დახურვისკენაა მიმართული. სტუდენტები და თანამშრომლები ახლა დახმარებას სხვა უნივერსიტეტებისგან ელიან.
საგულისხმოა, რომ ორბანსა და სოროსს შორის ურთიერთობა, სოროსსა და ტრამპს შორის დამოკიდებულების გაუარესების კვალდაკვალ გაუარესდა.
მკითხველის კომენტარები
(0)