მსოფლიო
31.03.2017 / 08:03
შრიფტის ზომა:

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

სამხრეთ კორეის სამართალდამცველებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციაში ბრალდებით დააკავეს, - იუწყება სააგენტო Yonhap.

სეულის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალდება 13 პუნქტის მიხედვით წაუყენეს, კერძოდ, მას ბრალად ედება ქრთამის აღება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აღნიშნული მომენტისთვის ბევრი მტკიცებულებაა შეგროვილი, მაგრამ ვინაიდან ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებების უმეტესობას, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან რაღაც მტკიცებულებები გაანადგურა. უსამართლო იქნებოდა მისი არდაკავება იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები დაკავებულნი არიან".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღსანიშნავია, რომ 10 მარტს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის პაკ კინ ხეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ.

იმპიჩმენტის მიზეზი გახდა ფაქტი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაასაჯაროვა და რომლის თანახმად, პრეზიდენტმა უფლება მისცა ახლო მეგობარს ცოი სუნ სილს ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციის ბრალდებით დააკავეს | Allnews.Ge