
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, სათანადოდ დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები. ადგილობრივ საავადმყოფოებში პირველი დაშავებულები უკვე შეიყვანეს.
პირდაპირი ეთერი სანკტ-პეტერბურგიდან, სადაც მეტროს სადგურში აფეთქება მოხდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, დაზარალებულთა დასახმარებლად. სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის პრეს-სპიკერის განმარტებით, საგანგებო ზომებია მიღებული "პულკოვოს" აეროპორტში.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო, - ამის შესახებ სააგენტო "ტასი"იუწყება.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.